წყალში : [რომანი]
 04/02/2019

ჰოლა ჰოკინსი მსოფლიოში ცნობილი ბესტსელერების ავტორია. მას აქვს აშკარა უნარი, ჩასწვდეს ჩვენს ფიქრებს.  საინტერესო, ჩახლართული და იდუმალებით მოცული ისტორიები საოცარი ოსტატობით გადმოგვცეს. რომანი მოგვითხრობს ინგლისის პატარა ქალაქ ბედფორდის მდინარეზე, რომელიც არაერთ საიდუმლოს მალავს. ვინ იცის, ამ მდინარეში რამდენი ქალი დამხრჩვალა, ზოგმა თავი მოიკლა, ზოგიც ცხოვრებისეულ გარემოებებს ემსხვერპლა. ამიტომაც უწოდეს მას „სიკვდილის ტბორი". „სიკვდილის ტბორში" ჯერ 15 წლის ქეთი გადახტა. შემდეგ კი მისი მეგობრის დედა დენიელ ებოტი, მაგრამ გადახტა თუ გადააგდეს?! ამის ახსნა მოუწევთ დენიელის დასა და დეტექტივებს და იქნებ საიდუმლოსაც აეხადოს ფარდა?! ამ პროვინციული ქალაქის მხოლოდ რამდენიმე მკვიდრმა იცის, რა მოხდა წლების წინ, რისი გამოძახილია ახლანდელი თვითმკვლელობები თუ მკვლელობები? თვითეულ შემთხვევას ხომ ერთი საერთო აქვს- ყველა ქალი უბედური იყო!