დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ამბავი : [ნოველა]
 05/02/2019

რობერტ ლუის სტივენსონის ნოველა „დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ამბავი" მარადიულ ბრძოლაზე - კეთილისა და ბოროტის დაპირისპირებაზე მოგვითხრობს. ავანსცენაზე გამოდიან ერთი მხრივ, ჯოჯოხეთის მოციქული, ბოროტების სიმბოლო, რომელთან „საქმის დაჭერას არავინ იკადრებდა" და მეორე მხრივ, წესიერების გვირგვინი, საყოველთაოდ ცნობილი, სანაქებო პიროვნება, ვისაც ყველა, „სიკეთის მთესველად იგულებს". ბოროტისა და კეთილის დაპირისპირება ლიტერატურაში ჩვეულებრივია, თუმცა სტივენსონმა ამ პატარა ნოველით მოახერხა, ეს მარადიული თემა „უცნაურ" ამბად გადაექცია.