სად ხარ ლაზარე... : [მოთხრობები]
 06/02/2019

„სად ხარ ლაზარე" ის წიგნია ლიტერატურული პრემია „საბა" რომ მოუტანა ავტორს, მის პერსონაჟებს კი ბევრი ტკივილი გამოატარა, მაგრამ არასდროს წაურთმევია მათთვის იმედი. როცა რუსული გვარი გაქვს და რუსის არაფერი გცხია, თანაკლასელები კი გემტერებიან, თითქოს შენ ბომბავდი მათ მიწას, როცა პირველად დათვრები და ვერც მიხვდები, კატას კუდზე დანას ისე დაუსვამ, როცა გოგო, რომელიც გიყვარს, სულ ტყუილად გგონია პლანეტაზე ყველაზე მაგარი გოგო და როცა კიდევ ბევრი რამ ხდება შენს თავს ისეთი, შენი ბრალი რომ არის და თან არ არის, მაშინ იწყებ ლაზარეს ძებნას და უხმობ დახმარებისთვის.