მამა ბრაუნის სკანდალური ამბავი : [მოთხრობები]
 06/02/2019

„მამა ბრაუნის სკანდალური ამბავი" პირველად 1935 წელს გამოქვეყნდა და ჩესტერტონის დეტექტიური მოთხრობების ციკლის ბოლო კრებულს წარმოადგენს. მამა ბრაუნი გარეგნულად არაფრით წააგავს თავის სახელგანთქმულ კოლეგებს - შერლოკ ჰოლმსსა თუ ერკიულ პუაროს. იგი ჩია, პროვინციელი კათოლიკე მღვდელია, არც რაიმე სისტემა თუ მეთოდი გააჩნია ჩახლართული დანაშაულების გასახსნელად. ბოროტმოქმედების მხილება მისი ჰობია, რადგან „სიმართლე ჯერაც ნახევარი საათით ჩამორჩება ცილისწამებას". ამ საქმიანობაში მისი მთავარი იარაღი, მისივე პროფესიიდან გამომდინარე, ადამიანის სულის სიღრმეში ჩამალული ვნებებისა და მისწრაფებების ბრწყინვალე ცოდნაა.