ღრმა ძილი : [რომანი]
 06/02/2019

რომანში „ღრმა ძილი" ჩენდლერმა პირველად გამოაჩინა კერძო დეტექტივი ფილიპ მარლოუ, რომელიც შემდგომ ჩენდლერის მრავალ რომანსა თუ მოთხრობაში იძიებს ჩახლართულ საქმეებს. ამჯერად კი ცნობილი დეტექტივი ერთმა გენერალმა დაიქირავა - მის თავაშვებულ ქალიშვილებს ათასი ჯურის ნაძირალა და გამომძალველი ახვევია თავს და მათი საშუალებით მდიდარ გენერალს აშანტაჟებენ. რაც უფრო ღრმად იძიებს მარლოუ საქმეს, მით მეტ სიბინძურეს აწყდება და დიდი ძალისხმევის წყალობით ინარჩუნებს პიროვნულ თუ პროფესიულ ღირსებას.