მალტის შევარდენი : [რომანი]
 11/02/2019

დეშილ ჰემეთი დეტექტიური ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი 1894 წელს ამერიკაში მერილენდის შტატში დაიბადა. სკოლა 13 წლის ასაკში მიატოვა და ბევრი სამსახური გამოიცვალა, სანამ მუშაობა ალან პინკერტონის დეტექტიურ სააგენტოში არ დაიწყო. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მოხალისედ წავიდა ფრონტზე, სადაც დაავადდა და სამხედრო ჰოსპიტალში მოხვდა. აქ მან მომავალი მეუღლე, მედდა გაიცნო. სწორედ მას მიუძღვნა მწერალმა „მალტის შევარდენი", რომლის მიხედვითაც 1941 წელს ფილმიც გადაიღეს. მალტის რაინდთა ორდენის მიერ ესპანეთის იმპერატორისათვის ნაჩუქარი უძვირფასესი განძი - ბრილიანტებით მოჭედილი „შავი შევარდენი" - უამრავ პატრონს გამოიცვლის, მე-20 საუკუნის ამერიკაში აღმოჩნდება და თავის გზაზე სისხლიან ნაკვალევს დატოვებს. ბოლომდე არავის სჯერა მისი არსებობის, მაგრამ ადამიანები მაინც დაუნდობლად ხოცავენ ერთმანეთს ამ ზღაპრული ნივთის ხელში ჩასაგდებად...