დღის მიწურულს : [რომანი]
 11/02/2019

ნობელისა და თითქმის ყველა ლიტერატურული პრემიის ლაურეატი მწერლის, კაზუო იშიგუროს „დღის მიწურულს" ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. როცა მთელი შეგნებით, პრინციპულად, უყოყმანოდ ირჩევ, იყო მსახური და უმაღლესი ღირსების გრძნობით ატარებ ამ „წოდებას", როცა უარს ამბობ სიყვარულზე, თავისუფლებაზე, პირად ცხოვრებასა და საკუთარ აზრებზეც კი, შესაძლოა, ერთ მშვენიერ „დღის მიწურულს" მიხვდე, რომ არც ერთი წუთი არ გიცხოვრია, მხოლოდ გამოგონილ იდეალებს ემსახურებოდი და კარგავდი მართლაც ყველაზე ღირსეულს - საკუთარ თავს. ბატონისადმი ერთგულებით, საკუთარ ემოციებსა და განცდებზე უარის თქმისა და თავშეკავების გასაოცარი უნარით გამორჩეული, ტრადიციული ინგლისელი „ბატლერის" - მსახურთუფროსის ცხოვრების ამსახველი დრამატული მონოლოგი მკითხველს საკუთარ ცხოვრებაზე დააფიქრებს და, ეგებ, მისი არსის გადაფასებისკენაც უბიძგოს.