გამაგრებული ისტორიული დასახლებები საქართველოს ჩრდილოეთ მთიანეთში
 12/02/2019

წინამდებარე წიგნის მთავარი საგანია საქართველოს ჩრდილოეთი მთიანეთის სასაზღვრო ზოლში შემონახული შუა საუკუნეების გამაგრებული დასახლებების ტრადიციული არქიტექტურა და ურბანული მემკვიდრეობა. პროექტის მონაწილეების მიერ ინტენსიური საველე სამუშაოების შედეგად მოპოვებულ მასალასთან ერთად გაანალიზდა სხვადასხვა პერიოდის გრაფიკული დოკუმენტაცია, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული მასალები და ხალხური გადმოცემები. წიგნი წარმოადგენს კოლექტიურ ნაშრომს, სადაც გაერთიანებულია ნარკვევები პირიქითა ხევსურეთის, თუშეთის და ზემო სვანეთის შუა საუკუნეების სასაზღვრო გამაგრებული დასახლებების შესახებ, რომელსაც თან ერთვის სვანთა საერისთავოს X-XV სს-ის მოკლე ისტორიული მიმოხილვა. დამოუკიდებლად არის წარმოდგენილი საქართველოს საზღვართან მდებარე ინგუშეთის და ჩეჩნეთის გამაგრებული დასახლებების შუა საუკუნეების ხალხური არქიტექტურის ზოგადი დახასიათება. საკვლევი თემის ფარგლებში შესწავლილი სოფლებისა და ნასოფლარების განხილვა ხელს შეუწყობს კავკასიის მთიანეთის დასახლებების ურბანული და არქიტექტურული მემკვიდრეობის ფენომენის ახსნას.