კამარა = Ажәҩан Алаԥшҳәаа : თანამედროვე მწერლები
 12/02/2019

ცხოვრებისეული ღირებულებები წარმოადგენს ბავშვთა, ახალგაზრდებისა და ზრდასრულთა განათლების კონცეფციას, რომელიც მიზნად ისახავს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარებას. ამ კონცეფციის თანახმად , ცხოვრებისეული ღირებულებების მნიშვნელობის ძიება, გათავისება და დამკვიდრება განათლების მთავარი პრინციპია. ის ხელს უწყობს თითოეული ადამიანის ინტეგრაციას, ინდივიდის მნიშვნელობის წარმოჩენას საზოგადოებაში, სახლში, თემში. ზოგადსკაცობრიო ღირებულებათა გათავისება საშუალებას აძლევს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, დაკავდეს საკუთრი და საზოგადოებრივი ფასეულობების აღმოჩენით და ამ ღირებულებების მოცემულ კულტურულ გარემოში დამკვიდრებით. ამ ღირებულებებში ჩაღრმავების შედეგად კი, აღმოაჩენს, რომ თავისუფლება, თანასწორობა, თანამშრომლობა, ტოლერანტობა, ბედნიერება, სიყვარული, მშვიდობა, პატივისცემა, პასუხისმგებლობა, სისადავე და ერთობა - სწორედ ის უნივერსალური ღირებულებებია, რომლების ცხოვრებაში დამოკიდებულების, ქცევისა და ურთიერთქმედების საფუძველზე გამოიხატება წინამდებარე კრებული აერთიანებს ცხოვრებისეულ ღირებულებებზე დაფუძნებულ თხზულებებს, რომელნიც სპეციალურად შეიქმნა პროექტისთვის. პირველად იბეჭდება და წარმოაჩენს ავტორთა მიერ ღირებულებების ხედვას იმ პერსპექტივებიდან, რომელთა ხაზგასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნიეს თანამედროვე ქართველმა და აფხაზმა მწერლებმა.