კამარა = Ажәҩан Алаԥшҳәаа : ცხოვრებისეულ ღირებულებებზე დაფუძნებული აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების ესეები : [კრებული]
 12/02/2019

ცხოვრებისეული ღირებულებები წარმოადგენს ბავშვთა, ახალგაზრდებისა და ზრდასრულთა განათლების კონცეფციას, რომელიც მიზნად ისახავს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარებას. ამ კონცეფციის თანახმად , ცხოვრებისეული ღირებულებების მნიშვნელობის ძიება, გათავისება და დამკვიდრება განათლების მთავარი პრინციპია. ის ხელს უწყობს თითოეული ადამიანის ინტეგრაციას, ინდივიდის მნიშვნელობის წარმოჩენას საზოგადოებაში, სახლში, თემში. ზოგადსკაცობრიო ღირებულებათა გათავისება საშუალებას აძლევს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, დაკავდეს საკუთრი და საზოგადოებრივი ფასეულობების აღმოჩენით და ამ ღირებულებების მოცემულ კულტურულ გარემოში დამკვიდრებით. ამ ღირებულებებში ჩაღრმავების შედეგად კი, აღმოაჩენს, რომ თავისუფლება, თანასწორობა, თანამშრომლობა, ტოლერანტობა, ბედნიერება, სიყვარული, მშვიდობა პატივისცემა, პასუხისმგებლობა, სისადავე და ერთობა - სწორედ ის უნივერსალური ღირებულებებია, რომლების ცხოვრებაში დამოკიდებულების, ქცევისა და ურთიერთქმედების საფუძველზე გამოიხატება. წინამდებარე კრებული აერთიანებს ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების მოთხრობებსა და ესეებს; იგი წარმოაჩენს ცხოვრებისეულ ღირებულებათა მათეულ ხედვას. ახალგაზრდების თხზულებები შერჩეულია 150-ზე მეტ საკონკურსო ნამუშევარს შორის, პირველად იბეჭდება ერთიანი ფორმატით და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა ერთიანობასა და უნივერსალურობას, რომელიც განსხვავებულ კულტურულ-სოციალური გარემოსა და კონტექსტში ყალიბდება.