„ბიბლია პოლიგლოტა“
 22/11/2013

წიგნის ბეჭდვის ხელოვნების უმაღლეს ნიმუშად ითვლება. მეფის მიერ გამოცემის დააფინანსების გამო მას „სამეფო ბიბლიის“ სახელწოდებითაც მოიხსენიებდნენ. მას „ანტვერპენის პოლიგლოტასაც“ უწოდებდნენ. „ბიბლია პოლიგლოტა“ 1568–1572 წლებში გამოსცა ქრისტოპერ პლანტენმა, საკუთარ საგამომცემლო სახლში - “Officina Planteniana”- ში. ხუთენოვანი: ძველბერძნულ, ძველებრაულ, სირიულ და არამეულ ენებზე დაბეჭდილი ბიბლიას, ლათინური პარალელური ტექსტი ახლავს თან. უნიკალური რვატომეულის ბოლო სამი ტომი ბიბლიის განმარტებითი ლექსიკონი და ბიბლიის შესწავლის სახელმძღვანელოა. მისი გამოცემა ურთულესი სასტამბო საქმე და უდიდესი მიღწევა იყო. ტექსტს კრეფდა და ინ ფოლიოს ფორმატზე ბეჭდავდა 40 დამხმარე.

   ტირაჟი 1 212 ეგზემპლარს შეადგენდა. ბიბლია ყდის გარეშეც კი 40 გულდენად იყიდებოდა. ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ საშუალო ოჯახის წლიური შემოსავალი დაახლოებით 50 გულდენს შეადგენდა.