პაოლო იაშვილი : მონოგრაფია, ესეები
 14/02/2019

წარმოდგენილი წიგნი არის ტრაგიკული ბედის მქონე პოეტის პაოლო იაშვილის ცხოვრების, შემოქმესების, მოღვაწეობისა და აღსასრულის შესახებ. გამოცემის ამოცანაა, ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოს მწერალთა სახლში ტრაგიკული გასროლიდან 80 წლის შემდეგ მაინც მკითხველმა წაიკითხოს მისი ცხოვრების ნამდვილი ისტორია. წიგნში თავმოყრილია პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ათეული წლების განმავლობაში სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით მოძიებული ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ქმნის ქართული პოეზიის რჩეული რაინდის, მე-20 საუკუნის  დასაწყისის საქართველოში კულტურული რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერის ჭეშმარიტ პორტრეტს. მკითხველი გაიცნობს მე-20 საუკუნის დასაწყისის მოღვაწეს, რომელიც თავისი საქმიამობით, ცხოვრებით, ადამიანური თვისებებითა და მრავალმხრივი უნიკალური ნიჭით კვალავდა გზას დასავლური კულტურული სივრცისა და ღირებულებებისაკენ.