საქართველო მსოფლიო კონტექსტში : XX და XXI საუკუნის პოლიტიკური ცხოვრების ძირითადი მომენტები
 14/02/2019

ეს წიგნი პირველად 2013 წელს დაიბეჭდა. მეორე გამოცემისთვის კი წიგნი მთლიანად გადამუშავდა. ქრონოლოგიური ჩარჩო გაფართოვდა 2017 წლის შუამდე. ტექსტი შემოკლდა. ნაკლებია „პერსონალური მოგონებები", რაც „მემუარულ" ხასიათს აძლევდა მას და ამ წიგნის მიზანი არ ყოფილა. დარჩა სულ რამდენიმე „პერსონალური" ეპიზოდი, რომლებიც ეპოქის აღწერას ემსახურება. წიგნში წარმოდგენილია ავტორისეული ხედვა საქართველოს ისტორიისა და მის ირგვლივ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების შესახებ. გათვალისწინებულია მსოფლიოს და განსაკუთრებით, საქართველოს სამეზობლოს კონტექსტი.