ომი-აფხაზეთში, 1992-1993 : (სისხლიანი სასაკლაო) : დოკუმენტური პროზა
 19/02/2019

თამაზ ლიპარტელიანის წიგნი „ომი-აფხაზეთში, 1992-1993 : (სისხლიანი სასაკლაო)" დოკუმენტური პროზის ნიმუშია. ავტორი თავად გახლავთ ამ ომის მონაწილე. იხსენებს, რაც თავს გადახდენია ომის დროს, ან სხვებისგან გაუგონია. ეს წიგნი განსჯაა იმისა, რაც ამ წლებში ხდებოდა. მისთვის როგორც მწერლისა და მეომრისთვის უპირველესია სიმართლე, შეულამაზებლად, ობიექტურად გადმოცემა ამბებისა. ამიტომ წიგნი კიდევ ერთხელ ჩაგვაფიქრებს, განგვაცდევინებს მარცხის სიმწარეს და აგვავსებს იმ იმედით, რითაც ხვალინდელი ქართველობა უნდა ცდილობდეს ქვეყნის დაცვასა და პატრონობას.