ეგნატე გაბლიანი (1881-1937 წწ) : [ცხოვრება და მოღვაწეობა]
 19/02/2019

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეეკა 2016 წლიდან გამოსცემს სერიას „ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა". გამოცემის მეორე წიგნში წარმოდგენილია ეროვნული მოღვაწის, ეთნოგრაფის, არქეოგრაფის, მუზეუმთმცოდნისა და პუბლიცისტის ეგნატე გაბლიანის მეცნიერული მემკვიდრეობა. გამოცემაში შესულია მისი სამი მონოგრაფია და პრესაში დაბეჭდილი სტატიები და წერილები. წიგნს ახლავს ეგნატე გაბლიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი პუბლიკაციები, მოგონებები და მისდამი მიძღვნილი კონფერენციების მოკლე ანგარიშები.