თოვლი : [რომანი]
 20/02/2019

თანამედროვე თურქი მწერლის, ორჰან ფამუქის რომანი „თოვლი" პირველად 2002 წელს გამოქვეყნდა და მკითხველთა აღიარებით დღემდე სარგებლობს. რომანის ვითარება თურქეთის ერთ პატარა ქალაქში ვითარდება. გერმანიიდან 12 წლის შემდეგ დაბრუნებული პოეტი  კა თვითმკვლელი გოგონების შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად საზღვრისპირა ქალაქ ყარსში ჩადის. ყარსში გადაუდებლად თოვს და გზები იკეტება. კა ქუჩა-ქუჩა, დუქნიდან დუქანში დადის და ცდილობს, გაიცნოს ქალაქი და მისი მოსახლეობა. ყარსის ჩაიხანები უსაქმურებითაა სავსე. საინტერესო თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ მოულოდნელად ვითარება იცვლება- ანკარიდან ჩამოსული პატარა თეატრალური დასი, თავგადაკლული ისლამისტები, სასულიერო სასწავლებლის სტუდენტები, პოლიტიკური დაჯგუფებების წევრები, სასტუმრო „ქარპალასის" მეპატრონე და მისი ქალიშვილები კასთან ერთად სისხლიანი გადატრიალების მონაწილენი ხდებიან.