ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი : ძვ. წ. II-I ათასწლეულის პირველ ნახევარში
 25/02/2019

პროფესორ მალხაზ ბარამიძის ნაშრომი „ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი : ძვ. წ. II-I ათასწლეულის პირველ ნახევარში" მრავალწლიანი მეცნიერული კვლევის შედეგია. იგი აგებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი და გათხრილი სრულიად ახალი არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის საფუძველზე, რომლებიც არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ იყო მოკვლეული 1976-1991 წწ. ნაშრომში სრულადაა მოცემული და გააზრებული ყველა კატეგორიის არქეოლოგიური ძეგლები: ნასახლარები, სამაროვნები, ლითონის წარმოების ნაშთები, განძები, საკულტო ობიექტები და სხვა. მიღებულია ბევრი საგულისხმო მოსაზრება და მნიშვნელოვანი დასკვნა საკვლევი პერიოდის კულტურულ-ისტორიული, ეთნიკური და სოციალურ-ეკონომიკური საკითხების შესახებ. დადგენილია ნასახლართა ტიპები, ტოპოგრაფია და არქიტექტურა, ხელოვნური არხების არსი და დანიშნულება, ბრინჯაოსა და რკინის მეტალურგიის მაღალი დონე, სამაროვნების თავისებურებანი და მათი ქრონოლოგიის კორექცია.