გიორგი სააკაძის ფენომენი და თარხან-მოურავები : [3 ტომად]. ტ. 1
 25/02/2019

წიგნი სრულყოფილად ასახავს დიდი ქართველი მხედართმთავრის და მამულიშვილის საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი სააკაძის (1572-1629 წწ.) - დიდი მოურავის ფენომენს, რომელიც მოღვაწეობდა        XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის პირველ ნახევარში, როგორც საქართველოში, ასევე ირანსა და თურქეთში. ტრილოგიის I ტომში მოთხრობილია გიორგი სააკაძის გვარის წარმომავლობა და წინაპრების მოღვაწეობა, მათი სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა და ადგილი ქართულ სახელმწიფოში,  დამსახურებები საქართველოს სამეფო კარზე, მდიდარი საარქივო მასალით, უცხოური და ქართული წყაროებით დაწყებული XI საუკუნიდან: სიგელ-გუჯარებით, წყალობის წიგნებით, სასამართლო განჩინებებით, განხილულია სააკაძეთა გვარის წარმომავლობის ყველა ვერსია. წიგნში ასევე  საუბარია გიორგი სააკაძის ოჯახსა და მის ცოლ-შვილზე. ნაშროომში შეტანილია დიდი მოურავის ყველა დამსახურება, წყალობის წიგნი და სიგელ-გუჯარი ქართლის მეფე სიმონ I-ის, გიორგი X-ის, ლუარსაბ II-ის, და თეიმურაზ I-ის მეფობისა და შაჰ-აბასის მიერ დანიშნული ქართლ-კახეთის მმართველობის პერიოდში. ნაშრომში გადმოცემულია ის რეფორმათა მნიშვნელობა, რომელიც ჩაატარა გიორგი სააკაძემ. წიგნი სრულდება დიდი მოურავის წინააღმდეგ ფეოდალთა მიერ მოწყობილი შეთქმულებით და მისი გადახვეწით სპარსეთში.