1918-20 წწ. ქართული პრესა თეატრალური რეფორმის შესახებ : (გიორგი ჯაბადარის სტუდია) : [მონოგრაფია]
 06/03/2019

მონოგრაფია მოიცავს 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქში, საფრანგეთიდან ახალდაბრუნებული რეჟისორის, გიორგი ჯაბადარის მიერ დაარსებული ხელოვნების სტუდიის ხანმოკლე ისტორიას. ნაშრომი ვრცლად ეხება მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული კულტურის ყველა სფეროს ანალიზს, რათა სრულყოფილად წარმოჩნდეს ის გარემო , რამაც ლოგიკურად გააჩინა სათეატრო ხელოვნების განმაახლებელი პროფესიული სკოლის, გიორგი ჯაბადარის დრამატული სტუდიის წარმოშობის აუცილებლობა. 1918-1920 წლების ქართულ პერიოდულ პრესაზე დაყრდნობით, შესაძლებელი გახდა აღდგენილიყო სტუდიის ცხოვრების ძირითადი მომენტები და მისი მუშაობის პრინციპები, რის შედეგადაც ნათელი გახდა ის უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რომლებიც დრამატულმა სტუდიამ განახორციელა. ჯაბადარის სტუდიამ ქართულ თეატრს შესძინა მსახიობთა ახალი, პროფესიულად გაწვთნილი და დისციპლინირებული თაობა, ხოლო მისი, როგორც სათეატრო ორგანიზმის სარეპერტუარო პოლიტიკამ  საფუძველი მოუმზადეს კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის შემოქმედებას, რასაც შედეგად ქართული თეატრის მე-20 საუკუნის დასაწყისის რეფორმის დასასრული მოჰყვა. ნაშრომს ერთვის სტუდიის სესახებ პრესაში დაბეჭდილი ყველა პუბლიკაციის ტექსტი, რომლებსაც ახლავს ავტორისეული კომენტარები და განმარტებები.