მწერლები მშვიდობისთვის
 06/03/2019

პროექტი „მწერლები მშვიდობისთვის" შეიარაღებული ძალების ღირებულებების შესახებ თვდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კონცეფციის ნაწილია. პროექტი თორმეტ ქართველ მწერალს აერთიანებს. წინამდებარე კრებულში სხვადასხვა თაობის, მაგრამ იმ მწერალთა ტექსტებია თავმოყრილი, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს ტოტალიტარული სისტემის სიმძიმეც, სამოქალაქო ომიც, რევოლუციაცა და ქვეყნის ინტერვენციაც. კრებულში ჩვეულებრივი ადამიანების ყოფაა აღწერილი. ბრძოლის რეალური ისტორიები არაა შემკული ულტრაპატრიოტული ჰეროიზმითა და მეომრების გაიდეალებით. ტექსტში იმდენად ომის საშინელებებზე არაა საუბარი, რამდენადაც იმაზე, თუ როგორ შეუძლია ომს ადამიანის შეცვლა. მან შეიძლება ფიზიკურად არ მოკლას, მაგრამ სამუდამოდ დაასახიჩროს ადამიანის განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ცხოვრება.