გოლგოთის გზა : [რომანი]
 07/03/2019

მიხეილ ირემაძის წიგნი „გოლგოთის გზა" განკუთთვნილია მათთვის, ვისაც უყვარს სამშობლო, და ვინც მზადაა, გაიაროს გოლგოთის გზა, ეწამოს და მიაღწიოს თავისუფლებას. ნაწარმოების მთავარი ლეიტმოტივია ბრძოლა, ხშირად ადამიანი იღლება და წყვეტს ბრძოლას და სწორედ მაშინ იწყება მისი დაცემა და ბოლოს განადგურება. სახელმწიფოც სულიერი არსებაა, რომლის გული თითოეული ადამიანია. წიგნში აღწერილი ქვეყანა ძალიან ჰგავს საქართველოს. ქართველი ხალხი ხშირად აღმოჩენილა დამპყრობლის ხელში, მაგრამ ბრძოლა არასოდეს შეუწყვეტავს. წიგნში ჩანს საქართველოს წარსული და აწმყო და ის ახალი თაობა, რომელმაც უნდა შექმნას მომავალი. ცხოვრება არ არის ერთფეროვანი, არც თავისი სილამაზით და სიკეთით და არც ბოროტებით და შურით. ცხოვრება ბრძოლაა, რომელიც უნდა მოიგო. მოიგო და უნდა დარჩე ადამიანად, რადგან არაფერია მარადიული, გარდა სიყვარულისა. სწორედ ამ პრინციპით ცხოვრობენ ნაწარმოების გმირები და იბრძვიან იმისათვის, რომ ხალხს მოუტანონ სულიერი კეთილდღეობა და ბედნიერება.