აბრეშუმის ჭია : [რომანი]
 07/03/2019

რობერტ გელბრეითის „აბრეშუმის ჭია" დეტექტივ კორმონარ სტრაიქზე დაწერილი რომანების სერიის მეორე წიგნია, დაძაბული სიუჟეტითა საინტერესო გმირებით. რომანი 2014 წელს გამოვიდა და მაშინვე მოექცა ბესტსელერების სიის სათავეში. რომანის გმირის ოუენ ქუაინის გაუჩინარების შემდეგ მისი ცოლო კერძო დეტექტივს, კორმონარ სტრაიქს დაიქირავებს. რადგან ფიქრობს, რომ მისი მწერალი მეუღლე მორიგი თავგადასავლის ძიებაშია და ოჯახს ემალება. ჩამაფიქრებელი ისაა, რომ ოუენ ქუაინთან ერთად გაუჩინარდა მისი ბოლო რომანის ხელნაწერიც, რომელშიც ქუაინმა მთელი თავისი საახლობლო წრე , მათ შორის, რამდენიმე ცნობილი და გავლენიანი პერსონაც, არცთუ სახარბიელოდ წარმოაჩინა. "რომანის გმირების" კარიერასა და პირად ცხოვრებას საფრთხე დაემუქრება, თუ ხელნაწერი დაიბეჭდება. შესაბამისად, უამრავი ადამიანი ისურვებდა მწერლის დადუმებას.