აივნიანი ქალაქი : რომანი
 11/03/2019

ნიკოლოზ გაბაონი ფსევდონიმია საქართველოში აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსთა სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოს ვალერიან გაბაშვილისა. „აივნიანი ქალაქი" მის მიერ ახალგაზრდობაში დაწერილი ერთადერთი რომანია, რომლითც მან პროზაში ისევე დაუდგა XIX საუკუნის თბილისს ძეგლი, როგორც იოსებ გრიშაშვილმა - პოეზიაში. „აივნიანი ქალაქის" ფურცლებზე წარმოდგენილი არიან ისტორიული და ძველი თბილისის განუმეორებელი ხიბლის კოლორიტული პერსონაჟები. მასში დასმული საქართველოსა და თბილისის ისტორიის ზოგიერთი პრობლემა დღესაც აქტუალურია.