ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა : [რომანი]
 18/03/2019

რომანი მოგვითხრობს ოცდასამი წლის გერმანელ ჯარისკაცზე, ერნსტ გრებერზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყების დღიდან ფრონტზე იმყოფება. ორწლიანი ლოდინის შემდეგ, სამკვირიანი შვებულებით გერმანიაში, მშობლიურ ქალაქ ვერდენში დაბრუნებული გრებერი მწარე სინამდვილის წინაშე აღმოჩნდება - მისი სახლი საჰაერო თავდასხმების შედეგად ნანგრევებად ქცეულა. მშობლები კი უკვალოდ დაკარგულან. თავგზააბნეულ ერნსტს ახსენდება იმ ექიმის მისამართი, რომელიც დედამისს მკურნალობდა. ექიმი უკვე საკონცენტრაციო ბანაკში წაეყვანათ გესტაპოელებს. თუმცა შინ მისი ოცი წლის ქალიშვილი, ელიზაბეტ კრუზე დახვდა. საერთო გასაჭირი აახლოებს ქალ-ვაჟს. გულში ჩამწვდომი სიყვარულის ისტორია სულით ხორცამდე შეძრავს მკითხველს და კიდევ ერთხელ დააფიქრებს ომის სისასტიკეზე.