ბასილიოს მაკედონელი. ტესტამენტი
 05/12/2013

პირველნაბეჭდი ქართული გამოცემაა სახელმწიფოს, სამთავროსა და ოჯახის მართვის შესახებ. დაიბეჭდა მოსკოვში 1739 წელს. წიგნი შეიცავს [6], 48, [3] გვერდს. ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.

შეგონებათა ეს წიგნი მაკედონელთა დინასტიის დამაარსებელმა ბასილ პირველმა მიუძღვნა თავის ძეს ლეონს, რომელიც ისტორიას შემორჩა ”ლეონ ბრძენის” სახელით. ტექსტი რუსულიდან თარგმნა ალექსანდრე ბატონიშვილმა, არჩილ II-ის ძემ.

გამოცემა განხორციელდა ემიგრანტი ქართველი ბატონიშვილის ბაქარ ვახტანგის ძის ბრძანებით, არქიეპისკოპოს იოსებ სამებელის მიერ გამართულ ქართულ სტამბაში, მისივე დაფინანსებით. დაბეჭდა ქრისტეფორე გურამიშვილმა. ეროვნული ბიბლიოთეკის FS 509/09 ეგზემპლარი ეკუთვნოდა დავით ჩუბინაშვილს, ქართველ საზოგადო მოღვაწესა და ლექსიკოგრაფს.