დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია
 19/03/2019

"დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია" განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვის და მოიცავს ადამიანის დაავადებათა უდიდეს ნაწილს. წიგნში ჩვეულებრივი მკითხველისთვის გასაგებ ენაზე დაწვრილებით არის აღწერილი 250-ზე მეტი დაავადება, განხილულია მათი გამომწვევი მიზეზები, განვითარების მექანიზმი, კლინიკური მიმდინარეობა, გართულებები, აგრეთვე, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაკტიკის საკითხები.