ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ : მეურნის ენციკლოპედია
 28/03/2019

წარმოდგენილი წიგნი უნიკალური ენციკლოპედიური გამოცემაა, რომელიც სრულყოფილ ინფორმაციას აწვდის პრაქტიკოს მეურნეებსა და დამწყებ ფერმერებს. ავტორის პროფესიული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მკითხველი ამომწურავ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას შეიძენს საკარმიდამო ნაკვეთის მოწყობის წესებსა და ნებისმიერ თავისებურებაზე. ცალკეულ თავებში აღწერილია მარცვლოვანი კულტურებისა და ვაზის მოვლის მეთოდები; სასარგებლო რჩევები შინაური პირუტყვის, ფრინველის მოშენება-მოვლის თაობაზე. ავტორი გვაწვდის დაწვრილებით ცნობებს კულტურული და დეკორატიული მცენარეების შესახებ; მკითხველს უთუოდ დააინტერესებს მასალები მეთევზეობასა და მეფუტკრეობაზე. წიგნში აღწერილია სამკურნალწამლო მცენარეები, მათი დანიშნულება და მოკლე ისტორიული ცნობები.