ყველაფერი მებაღეობის შესახებ : ბაღის დაგეგმარების, მცენარეთა დარგვის, გამრავლებისა და მოვლის ტექნიკა ნაბიჯ-ნაბიჯ... 950-ზე მეტი საუცხოო ფოტო და ილუსტრაცია
 28/03/2019

ადამიანთა უმრავლესობისთვის ბაღი დასასვენებელი ადგილია.თუმცა მებაღისთვის ეს სიამოვნება განუზომლად იზრდება. პირველ რიგში, თავისთავად მეტად სახალისოა დიზაინის შერჩევა, შემდეგ ნიადაგის მომზადებით, მცენარეთა დარგვით გამოწვეული კმაყოფილების განცდა, რომელსაც მოჰყვება მცენარეებზე გულმოდგინედ ზრუნვის შედეგად მიღწეული წარმატება. ამ წიგნში ყველაფერია მებაღეობის შესახეთ. თუ როგორ გავაშენოთ ჩვენი ბაღი: ბაღის დაგეგმარების, მცენარეთა დარგვის, გამრავლებისა და მოვლის ტექნიკა; გაზონების, ხეების, ბუჩქების, ხვიარა ჯიშების, ბოლქვების, ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მცენარეების მოვლა; ბოსტნეული, ბაღჩეული და ხეხილოვანი კულტურების გახარება, სასათბურე მებაღეობა, ქვისა და წყლის მცირე პარკების მოწყობა. თითოეული მეთოდი  ახსნილია დაწვრილებით და მისი ყოველი ეტაპი დასურათებულია.