კლასიკოსი გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთელი (1870-1939)
 29/03/2019

საქართველოს უპირველესი უნივერსიტეტის სათავეებს და აღორძინებას განსაკუთრებულად უკავშირდება რამდენიმე გამოჩენილი მეცნიერისა და პიროვნების სახელი. წიგნი ეძღვნება მსოფლიოში აღიარებული დიდი ქართველი მეცნიერის, ელინოლოგის, პაპიროლოგის, მთარგმნელისა და პედაგოგის, ქართული უნივერსიტეტისა და მეცნიერების აღორძინებაში ივანე ჯავახიშვილის თანამოაზრის-გრიგოლ ფილიმონის-ძე წერეთლის ხსოვნას. არსებული პუბლიკაციებისა და დღემდე არაერთი გამოუქვეყნებელი საარქივო ჩანაწერის გათვალისწინებით, ავტორი მიზნად ისახავს მეტნაკლები სისრულით წარმოაჩინოს გრიგოლ წერეთლის პიროვნება და მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა.