კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი ინტელექტუალური შემოქმედების ნიმუშები და გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები. წ. 1
 12/08/2019

წიგნში წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ყველა დროის ადამიანების ცხოვრებისეული სიბრძნითა და დიდი ცოდნით ნაკარნახევი აზრები, ანდაზები, აფორიზმები, ეპიგრამები, დაკვირვებები, რომლებიც შემონახულია ყველა ერის მეხსიერებაში. წიგნში შეტანილია ასევე უცხოელებისა თუ თანამემამულეების მიერ გამოთქმული შეხედულებები საქართველოს და მისი ქალაქების, ქართველების, მათი სტუმართმოყვარეობის-ქართული სუფრის შესახებ. აღწერილია ჩვენი ხალხის შრომისა და თავდადებული ბრძოლის საინტერესო ეპიზოდები. კრებული- განსხვავებული კომპოზიციით გამოცემის პირველი ცდაა.