ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვაგარეთ
 24/10/2019

წინამდებარე მონოგრაფიაში გამოქვეყნებულია მსოფლიოს 21 ქვეყნის უნივერსიტეტებში , ბიბლიოთეკებსა სა მუზეუმებში დაცული 1532 ქართული ხელნაწერი წიგნისა და ფრაგმენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც დღემდე გაბნეული იყო სხვადასხვა გამოცემაში. ამ ხელმაწერ წიგნთა ნაწილი არ არის შესწავლილი და გააზრებული  როგორც ქართული, ასევე ზოგადად შუა საუკუნეების ხელნაწერი წიგნის ისტორიის ერთიან კონტექსტში. იმ შემთხვევაშიც  კი, როდესაც საზღვარგარეთის წიგნსაცავებში არსებული ქართული ნუსხების შესახებ არსებობს უცხოელ თუ ქართველ მეცნიერთა გამოკვლევები, ამ ლიტერატურის მოძიება არ არის იოლი. სწორედ ამ მიზნით მონოგრაფია თავს უყრის დღეისათვის ცნობილ ინფორმაციას როგორც ხელნაწერი წიგნების, ასევე მათი კვლევის შედეგების შესახებ. ამასთანავე პროექტს ქართული ხელნაწერი წიგნის უახლესი კომპლექსური კვლევების შედეგების საფუძველძე შეაქვს გარკვეული დაზუსტებები ადრე გამოქვეყნებული კატალოგებისა თუ სამეცნიერო პუბლიკაციების მონაცემებში. ხელნაწერი წიგნის მნიშვნელობის გააზრებისა და მისი ისტორიის შესწავლის საფუძველს, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს ინფორმაცია მისი შედგენილობის, გადაწერის ადგილის, საწერი მასალის, ანბანის, წიგნის შექმნაში მონაწილე პირების შესახებ.