ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები
 24/10/2019

ნაშრომში განხილულია ქართული კულტურის, მშენებლობისა და არქიტექტურის განვითარების მოკლე ისტორია. აღწერილია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხების მიერ მრავალი ათეული საუკუნის მანძილზე შექმნილი კულტურისა და ხელოვნების ნიმუშები, გელათის, იყალთოს, ათონის მთის, კოლხეთის რიტორიკული სკოლის სავანეთა დიდი ტრადიციები. მკითხველისათვის დახვეწილი ქართული ენით მიწოდებულია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ არსებული ტაძრების, ეკლესია-მონასტრების, ციხე-სიმაგრეთა, ბაზილიკების და სამლოცველოების აღწერილობა, არქიტექტურა, ჩუქურთმებისა და შემორჩენილი ფრესკების სიდიადე, მათი მნიშვნელობა მსოფლიო კულტურისა და აზროვნების განვითარებაში. განხილულ მასალას თან ახლავს ფერადი ფოტოსურათები და დანართები, რომელშიც წარმოდგენილია ავტორების მიერ ქართულ ენაზე შედგენილი, ორნამენტულ მოტივებთან დაკავშირებული, ახალი სამშენებლო ტერმინები.