ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები : [მონოგრაფია]
 24/10/2019

კავკასიაზე თავისი კონტროლის უზრუნველსაყოფად რუსეთის იმპერიამ XIX საუკუნეში შეიმუშავა კავკასიელების, პირველ რიგში ქართველი ერის ენობრივ-ეთნიკური ერთიანობის დაშლის გეგმა, რომელსაც წინ აღუდგნენ ცნობილი ქართველი მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე, გრიგოლ დადიანი, იაკობ გოგებაშვილი... შემდეგ ამ გეგმის განხორციელება გააგრძელეს ბოლშევიკებმა. კრემლის სანქცირებულ ენობრივ-ეთნიკურ პოლიტიკას შეეწინააღმდეგნენ ქართველი მწერლები და მეცნიერები: თედო სახოკია, კონსტანტინე გამსახურდია...და სხვვა. რომელთა შეხედულებები გაიზიარა ბოლშევიკთა ერთმა ნაწილმაც. წიგნში ი. სტალინისა და ლ. ბერიას პოზიციათა აღწერის პარალელურად, საარქივო მასალების საფუძველზე გაანალიზებულია ქართველ ენათმეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა თვალსაზრისები მეგრული (/სვანური) მეტყველების სტატუსის შესახებ. მონოგრაფიაში ძირითადი ადგილი უჭირავს საქართველოს წინაშე დღეს არსებული გამოწვევების ანალიზსა და შესაბამის რეკომენდაციებს, რომლებიც საყურადღებოა საინფორმაციო ომში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის.