პოლონელთა ბედი კავკასიაში. ნაწილი 1, პოლონელ გადასახლებულ პოეტთა "თბილისური ჯგუფი"
 25/10/2019

ტომი წარმოადგენს XIX საუკუნეში, კერძოდ, საქართველოში მყოფი პოლონელების ბედისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის შესახებ კვლევის პირველ ნაწილს. წიგნში აღდგენილია ბედი ე.წ. „კავკასიური" ჯგუფის პოეტებისა, რომელთაც შეადგენდნენ პოლიტიკური გადასახლებულები. მათ საქართველოში შექმნეს ერთგვარი „ფილიალი" პოლონური რომანტიზმისა. მასალები, ძირითადად, მოიცავს 1830-1850-იანი წლების პერიოდს. ამ ლიტერატორთა ბედისა და შემოქმედების მთლიანი პანორამა პირველად არის წარმოდგენილი. განხილულია მათი პოეზიისა და პროზის ძირითადი მოტივები. ტომის მეორე ნაწილში - „კავკასიელთა" ტექსტების მოკლე ანთოლოგიაში - შევიდა წერილები, ნაწყვეტები მოგონებებიდან, და ლექსები, რომელთა ნაწილიც პირველად ქვეყნდება საარქივო წყაროების მიხედვით.