მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის. წიგნი 2
 13/11/2019

საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის IV-V  საუკუნეებში, დროთა განმავლობაში ივსებოდა საინტერესო ფურცლებით. ბოლო ათწლეულებში მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე გაჩნდა ახალ-ახალი ქართველოლოგიური ცენტრები, იზრდებიან ქართველოლოგთა თაობები. ჩვენი უცხოელი მოკეთეების ნაყოფიერი მოღვაწეობის შედეგია, რომ საქართველო თვისი უნიკალური ენით, დამწერლობით, უძველესი ისტორიითა და კულტურით ფართოდაა ცნობილი მთელს მსოფლიოში. წარმოდგენილი ნაშრომი არის საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის მასალების მეორე წიგნი. იგი თემატიკიდან გამომდინარე დაყოფილია ორ ნაწილად: პირველ ნაწილში ქრონოლოგიური თანამიმდევრობით წარმოჩენილია ორ ქვეყანაში იაპონიასა და თურქეთში ქართველოლოგიური კვლევის განვითარების გზა. მეორე ნაწილში საუბარია რამდენიმე უცხოელი ქართველოლოგის (მ. მორინას, რ. კიფერის, ლ. მანტოვანის, ბ. უტიეს, ლ. მაგაროტოს) ცხოვრება მოღვაწეობაზე.