აღმოსავლეთ საქართველოს გვიანპლიოცენური ფლორა : [მონოგრაფია]
 13/11/2019

 შრომაში მოცემულია აღმოსავლეთ საქართველოს გვიანპლიოცენური ფლორის მრავალწლიანი შესწავლის შედეგები. 15-ზე მეტი ადგილსაპოვებლიდან მოპოვებული ფოთლის ანაბეჭდებით განსაზღვრულია 80 სახეობა, მათგან 39 პირველად აღინიშნება აღმოსავლეთ საქართველოს პლიოცენისთვის, 5 ნამარხი სახეობა, საერთოდ პირველად მოიხსენიება პალეოფლორისტულ ლიტერატურაში. შრომას თან ახლავს 36 ფოტოტაბულა ნამარხი ფოთლების გამოსახულებებით.