ფემინისტი დედის დღიურები
 03/12/2019

„ფემინისტი დედის დღიურები" დედობის, როგორც სოციალური და პოლიტიკური ფენომენის, გადააზრების მცდელობაა და მკითხველს მსჯელობის, კრიტიკისა და ანალიზის საშუალებას სთავაზობს. დედად ყოფნა რომ ქალის უმთავრესი მოვალეობაა, პატრიარქალური საზოგადოებების თანმდევი ნარატივია. ის გამოცდილება და განცდები, რაც დედობას, როგორც პრაქტიკას თან ახლავს, ბევრისთვის რთულად დასანახია. ის, აგრეთვე ნაკლებად ხვდება საჯარო განხილვის ფოკუსში. გამოცემა იმითაა ღირებული, რომ მიმოიხილავს დედობის ცნების შესახებ არსებულ ფემინისტურ თეორიულ მასალას და ამ კონტექსტში აანალიზებს შეგროვებულ ზეპირ ისტორიებსაც, რომლებიც საშუალებას იძლევა , გავიგოთ ის თანამედროვე რეალობა და გამოცდილება, რომელიც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში ქალებმა, როგორც დედებმა გამოიარეს. ამავე დროს, ამ ნაამბობის გაზიარებით მკითხველს ვთავაზობთ სივრცეს დედობის შესახებ ფემინისტური მსჯელობისათვის.