ზოგიერთი ზნე-ჩვეულებანი და ადათობრივი სამართლის ნორმები აჭარულ ყოფაში
 03/12/2019

წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია ზოგიერთი ქართული ზნე-ჩვეულება და ადათობრივი სამართლის ნორმები, კერძოდ, აჭარის ყოფა-ცხოვრებაში არსებული და გაუქმებული წესები. ნაშრომის დანიშნულებაა, მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ადათობრივი სამართლის კვლევის საქმეში-წარმოადგინოს, გააშუქოს და მკითხველის სამსჯავროზე გამოიტანოს ჩვეულებითი სამართლის როგორც გვიანდელი ანუ წარმართობისა და ქრისტიანობისდროინდელი, ასევე-ოსმალთა ბატონობის პერიოდში დამკვიდრებული ზოგიერთი ნორმა.