საქართველო და აბრეშუმის სავაჭრო გზები (VI-XIII სს.)
 03/12/2019

ნაშრომში განხილულია VI-XIII საუკუნეებში მახლობელ აღმოსავლეთსა და კავკასიაზე სავაჭრო მაგისტრალები. მიმოხილულია VI საუკუნეში აღმოსავლეთ რომის იმპერიის და სასანური ირანის ბრძოლა ლაზიკასა და სვანეთში არსებული სავაჭრო გზების გასაკონტროლებლად. წიგნში ასევე განხილულია XI-XIII საუკუნეებში ქართველების ექსპანსია სამხრეთით და რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ერთიანი ქართული სამეფოს მიერ რეგიონული მნიშვნელობის სავაჭრო გზებზე-თბილისი-განჯა-ბარდავი, დვინი-ანისი-ტრაპიზონი, ბარდავი-დარუბანდი და ა.შ.-გასვლის სურვილი იყო. ნაშრომში მიმოხილულია ქართული და უცხოური ისტორიოგრაფია და გაანალიზებულია გვიან ანტიკური და შუა საუკუნეების ბიზანტიური, სპარსულ-არაბული, სომხური და ქართული წერილობითი წყაროები.