ქართველთა გამუსლიმება : ზეპირი გადმოცემები
 26/02/2020

„ქართველთა გამუსლიმება" ზეპირი გადმოცემების  კრებულია, რომელიც მომზადებულია ცნობილი მოღვაწის - ზაქარია ჭიჭინაძის რამდენიმე წიგნისა და ძველი საგაზეთო სტატიების მიხედვით. ბრძოლა ქრისტიანობის შესანარჩუნებლად, მოსახლეობის იძულებითი თუ ნებაყოფლობითი გამუსლიმება, ქართული ენის შეზღუდვა და მის ნაცვლად სხვა ენების დამკვიდრება, ეროვნული თვითშეგნების დაკარგვა - ეს ის გზაა, რომლის გავლაც გასულ საუკუნეებში, პოლიტიკური მიზეზების გამო, ქართველებით დასახლებულ არაერთ ისტორიულ პროვინციას მოუწია. წიგნში დამატებულია ცნობები მეზობელ ჩრდილოკავკასიელ ხალხებში (ლეკები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები) ისლამის გავრცელების შესახებ. ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეხვდებით ამ რთული ეთნოკონფესიური პროცესების შესახებ.