ფესტოსის დისკოს ამოკითხვის შესახებ.
 26/02/2014

ფესტოსის დისკოს ტექსტი საბოლოოდ (2006 წელს) ამოიკითხა მათემატიკოსმა გია კვაშილავამ. მის მიერ ტექსტის ამოკითხვა პროტო-ქართველურ ენაზე შესაძლებელი გახდა, პირველ რიგში, ყველა იმ მონაცემის გათვალისწინებით, რომელიც თვით ფესტოსის დისკოს ეხება. ეს არის: დისკოს დათარიღება, მისი თიხის მასალის თავისებურება, ბეჭდვის სახე; გათვალისწინებულია, აგრეთვე, ყველა ის ანალიზი, რომელიც გაუკეთდა ტექსტს, ის მასალა და მოსაზრებები, რომელიც მანამდე გამოითქვა დისკოს შესახებ.
მკვლევარმა, ასევე გაითვალისწინა ძველი ბერძნული, ევროპული და ქართული წყაროები, გეოგრაფიული, ისტორიული და ეთნოგრაფიული მასალა, კარტოგრაფია, მიგრაციები და მითოლოგია. შესწავლილია ის დამწერლობები და ენები, რომლებიც უკავშირდება ფესტოსის დისკოს წარწერას. ფესტოსის დისკოს ნახატ-ნიშანთა ამოკითხვა მოხდა უმდიდრესი არქეოლოგიური მასალის გათვალისწინებით, აგრეთვე სხვა თანადროული წარწერების ნიშნებთან გრაფიკული, ფონეტიკური და სემანტიკური პარალელების დადგენის საფუძველზე. ამოკითხვის შემდეგ ფესტოსის დისკოს ტექსტი ერთ-ერთ უძველეს რელიგიურ ტექსტად უნდა ვაღიაროთ. ეს არის ჰიმნი-ლოცვა, რომელიც მიმართულია დედაღვთაება ნენანასადმი, ჰეფესტოსადმი, თარხონისადმი და ერთგვარ მიმართვას წარმოადგენს ნენანას მცველების – კორიბანტებისადმი.
მკვლევარის მიერ ტექსტის გასაშიფრად ყველა არსებული წყაროს გათვალისწინება, გახდა საწინდარი იმისა, რომ ფესტოსის დისკოს აღმოჩენიდან ერთი საუკუნის შემდეგ გ.კვაშილავამ ამოიკითხა XX საუკუნის ენიგმად წოდებული ფესტოსის დისკოს წარწერა.