დაუმარცხებლები : [რომანი]
 26/02/2020

უილიამ ფოლკნერის შემოქმედებაში ეს ერთ-ერთი შედარებით იოლად საკითხავი რომანი ამერიკის სამოქალაქო ომის დროინდელ სამხრეთში მომხდარ უცნაურ ამბებს მოგვითხრობს იმ გაუტეხავ ადამიანთა შესახებ, ვისაც შეიძლება დანებება კი აიძულო, მაგრამ დამარცხებით მაინც ვერასოდეს დაამარცხო. საერთო პერსონაჟებითა და სიუჟეტური ხაზით გამთლიანებული შვიდი მოთხრობის გმირთა უმეტესობის პროტოტიპებად მწერლისავე ოჯახის წევრები იქცნენ: კერძოდ, პოლკოვნიკ ჯონ სარტორისის პორტრეტი თავად ფოლკნერის ცოტა არ იყოს ახირებული თუმცა პიროვნულად ნამდვილად გამორჩეული დიდი ბაბუის თითქმის შეულამაზებელი ასლია - ძველი ყაიდის სამხრეთელი მემამულის, ვინც თავის დროზე მექსიკაშიც იომა, მერე კონფედერატთა მოხალისე ლაშქარიც შეკრიბა, მკვლელობისთვისაც მოუწია სასამართლოს წინაშე წარდგომა, საკუთარ შტატში რკინიგზაც გაიყვანა, კოლეჯიც დაარსა და სხვათა შორის წიგნიც დაწერა, რომელიც მალევე ბესტსელერად იქცა.