პოლონელი ტყვეების ბედი შსსკ ქუთაისის ბანაკში (1945-1947) = Losy polskich jeṅców w obozie NKWD (1945-1947)
 27/02/2020

ამ ორენოვანი ბროშურის მთავარი მიზანი არის, II მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, ქუთაისში, შინსახკომის ფილტრაციულ ბანაკში მოთავსებული პოლონელი პატიმრების ბედის გახსენება. ქუთაისის, ბევრმა თანამედროვე მცხოვრებმა შეიძლება არცკი იცის, რომ დამნაშავე საბჭოთა სისტემა ახორციელებდა პოლონელების არა მხოლოდ გენოციდს, არამედ ცდილობდა, აბუჩად აეგდო და დაემცირებინა ისინი, წაეშალა პოლონელი გმირების ხსოვნა. ქუთაისის ბანაკში პატიმრობაში ჰყავდათ ძირითადად სამხედრო ტყვეები-გერმანელები, ნაცისტები და მათი კოლაბორანტები. მათთან პოლონელების მოთავსება დამცირების კიდევ ერთი დამატებითი ელემენტი იყო. პოლონელი პატიმრების უმრავლესობა ვილნიუსის მხარედან იყვნენ, გმირები რომლებიც 1944 წელს იბრძოდნენ გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ. ისინი იყვნენ ე.წ. ოპერაცია "ქარიშხალი" და „ოსტრა ბრამა"-ს მონაწილენი. განსაკუთრებით თვალში საცემია ქუთაისის ბანაკში გარდაცვლილი ახალგაზრდა ვილნიუსელი სტუდენტი მედიკოსის, არტურ რიხტერის მაგალითი. წინამდებარე ტექსტის მიზანია, განმარტოს, რატომ არის ეს ყოველივე ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი, რომ ღირსეული და თვალსაჩინო ფორმით გამყარდეს ხსოვნა იმ პოლონელების, რომლებმაც ვერ გაუძლეს ბანაკის კატორღას და სამუდამოდ დარჩნენ ქართულ მიწაში.