ალავერდიდან მოვალ ალავერდს... : [კრებული]
 27/02/2020

წითელი მიხაკის რაინდი, პოეტი რეფორმატორი, ცისფერყანწელი, მოდერნისტი... კიდევ მრავალი ეფიტეტით შეიძლება შევამკოთ ტიციანი-საბჭოთა რეპრესიებს შეწირული შესანიშნავი პოეტი. ტიციან ტაბიძის პოეზიამ ქართული პოეტური აზროვნება სრულიად სხვა, ახალ საფეხურზე გადაიყვანა, თუმცა დიდ სიახლესთან ერთად, ქართული ლექსის საუკეთესო ტრადიციების მემკვიდრედ დარჩა.