რჩეული ქართველები
 29/02/2020

საქართველოს ისტორიას ჰყავს გამორჩეული, ეპოქალური მნიშვნელობის ქართველები, რომლებმაც შეძლეს და შეცვალეს ისტორია, ასევე საფუძველი ჩაუყარეს კაცობრიობის შემდგომ განვითარებას, ახალ სიმაღლეზე აიყვანეს ხელოვნება, რელიგია, მეცნიერება და კულტურა. საზოგადოება იცნობს ამ რჩეეული ქართველების უმეტესობას, თუმცა ცოტამ თუ იცის მათი განსაკუთრებული მიღწევების შესახებ. ამ გამოცემის დანიშნულება არ არის იმ ქართველებზე ინფორმაციის მოწოდება, რომლებმაც გამოკვეთილად პოზიტიური როლი ითამასეს ქვეყნისა და კაცობრიობის ისტორიაში, არამედ გამოცემა წარმოაჩენს იმ რჩეულ ქართველებსაც, რომლებზეც საზოგადოებაში დღემდე არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება. წიგნი მკითხველს სთავაზობს ბევრ საინტერესო უცნობ ფაქტს მათი ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან.