უნიელ ქართველთა ზეპირსიტყვიერი ტექსტები
 16/02/2017

წიგნში თავმოყრილია თურქეთის რესპუბლიკის შავი ზღვისპირეთში მდებარე ქალაქ უნიესა და მის შემოგარენში არსებულ ქართულ სოფლებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ფოლკლორული შემოქმედების ნიმუშები, რომლებიც ჩაიწერა უნიეს მახლობლად მდებარე ქართულ სოფელ ექინჯიში დაბადებულმა და გაზრდილმა ქართველმა მურად შაჰინმა (ძნელაძემ).