საქართველოს ანტიკური ხანის სამშენებლო კერამიკა : [მონოგრაფია]. [წიგნი 1], კრამიტი
 06/12/2022

ნაშრომში განხილულია ანტიკური ხანის საქართველოს სამშენებლო ხელოვნების ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიცაა კრამიტი. საქართველოს ტერიტორიაზე (იბერია, კოლხეთი) კრამიტის ანტიკურ ხანაში სამშენებლო მასალად გამოყენებაზე მიგვანიშნებს როგორც წერილობითი წყაროები, ასევე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა. მისი ფართოდ გავრცელება ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და საქალაქო ცხოვრების ჩასახვა-განვითარებას უკავშიორდება. კრამიტის შესწავლა მნიშვნელოვანია ანტიკური ხანის საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ისტორიის სრულყოფილი კვლევისთვის. მონოგრაფიაში მოცემულია კრამიტის აღწერილობის ცდა, ფორმალურ-ტიპოლოგიური ანალიზის შედეგად შედგენილია ცხრილი, კრამიტის დამზადების ტექნოლოგიური პროცესი და რიგი თანმდევი საკითხები.