საქართველო ევროპულ სამყაროში (XVII ს-ის 70-იანი წლები - XVIII ს.) : [მონოგრაფია]
 06/12/2022

ნაშრომში ცნობილი და ძირითადად დღემდე უცნობი საარქივო მასალების (ვატიკანის, ავსტრიისა და საფრანგეთის არქივებიდან) და არსებული სამეცნიერო ლიტერატურის საფუძველზე მონოგრაფიულად შესწავლილი და გაანალიზებულია საქართველოს ევროპული საგარეო პოლიტიკის ამოცანები და მიზნები XVII საუკუნის 70-იანი წლებიდან XVIII საუკუნის ჩათვლით. პრობლემა უმთავრესად გამოკვლეულია საქართველოსთან ვატიკანის რელიგიური კავშირ-ურთიერთობის განვითარების კონტექსტში. აქედან მთავარი ყურადღება გადატანილია კათოლიკე მისიონერების საქართველოში მოღვაწეობის დადებით შედეგებზე, წინააღმდეგობრივ ხასიათსა და სირთულეებზე, რელიეფურად გამოკვეთილია კათოლიკე მამა-მისიონერების როლი საქართველოში დასავლური მიღწევების გავრცელებისა და ქვეყნის ინტერესებში საერთაშორისო იზოლაციის გარღვევის საქმეში.