მარნის მასპინძელი : იმერეთი : სახელმძღვანელო
 07/12/2022

თქვენს წინაშეა მარნის მასპინძლის საკვალიფიკაციო კურსის სახელმძღვანელო. მარნის მასპინძლის კვალიფიკაცია ორი პროფესიის, გიდისა და სომელიეს, სინთეზს წარმოადგენს. სახელმძღვანელო დაგეხმარებათ, აითვისოთ მევენახეობისა და მეღვინეობის საფუძვლები, გაიცნოთ ვაზის მნიშვნელოვანი უცხოური და ქართული ჯიშები, ღვინის უმნიშვნელოვანესი რეგიონები და დაცული ადგილწარმოშობის დასახელებები. გიდის უნარების შეძენა ადგილის ელჩად გაქცევთ, ხოლო სომელიეს უნარები - იმ ღვინის ელჩად, რომელსაც თქვენ სტუმრებს წარუდგენთ ისე, როგორც ეს შეეფერება მეღვინეობის უძველესი ტრადიციის მქონე ქვეყანას. სახელმძღვანელო შედგება ექვსი ნაწილისაგან: პირველი იმერეთის რეგიონს შეეხება, მეორე და მესამე - ვაზსა და ღვინოს, მათთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს, მეოთხე და მეხუთე - გიდის საქმიანობას, ხოლო მეექვსე - სომელიეს საბაზისო უნარებს: დეგუსტაციის ჩატარებას, ღვინის სერვისსა და ღვინის კერძთან შეხამებას. სახელმძღვანელოს მეშვეობით თქვენ შეძლებთ შეიძინოთ მსოფლიოს მოწინავე გამოცდილებაზე დაფუძნებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნა გიდისა და სომელიეს სერვისების შესახებ.