ბოლო სიტყვა ; მთაწმინდის ბინადარნი : [კრებული]
 07/12/2022

წინამდებარე კრებული ორ სხვადასხვა თემას აერთიანებს, თუმცა, მკითხველი მათ შორის საერთოსაც ადვილად იპოვის. „ბოლო სიტყვა" - სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვული ცნობილი, თუ ნაკლებად ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ამოძახილია, რომელიც შთამბეჭდავად გვაგრძნობინებენ ამქვეყნიური ცხოვრების ამაოებას. „მთაწმინდის ბინადარნი" კი მოგვითხრობს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის დაარსების მეტად საინტერესო და საგულისხმო ისტორიას. ამასთან, ლაკონურადაა გადმოცემული იმ ქართველ (მათ შორის არაქართველ) მამულიშვილთა ბიოგრაფია, ვინც სამუდამო განსასვენებელი ჰპოვა ამ მართლაცდა წმინდა მიწაზე.